ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

„ასეთი თამაშით ოქროს ბურთს იმსახურებს, მაგრამ“ - სიომინმა ხვიჩაზე ისაუბრა

მოსკოვის „ლოკომოტივში“ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირების შემდეგ ხვიჩას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი შემტევი „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება.

რას ამბობს სიომინი:

„ხვიჩა კვარაცხელია თავისი თამაშით „ოქროს ბურთისთვის“ იბრძვის. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში აირჩევენ მას, ვინც ან ჩემპიონთა ლიგა მოიგებს, ან მსოფლიო ჩემპიონატს. ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული თამაშები ძალიან ბევრ რამეს წყვეტს. ეს რთული მომენტია. კვარაცხელია თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა მსოფლიოში“.

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ზედზიედ 7 საპლეიოფო შეხვედრაში შეძლო საგოლე მოქმედების შესრულება, რაც აქამდე არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია. ქართველმა შემტევმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„პარი სენ-ჟერმენმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ფინალში პარიზული გუნდის მეტოქე „არსენალი“ იქნება. მატჩი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოქროს ბურთის სეზონი აქვს“ - ხვიჩას უმაღლეს დონეზე აფასებენ
„ოქროს ბურთის სეზონი აქვს“ - ხვიჩას უმაღლეს დონეზე აფასებენ