ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„ბურთთან ვარჯიშობს და ხვალ შევაფასებთ“ - მწვრთნელმა ზურიკოზე ისაუბრა

ლიგა 2-ის დასკვნით ტურში „ამიენთან“ მატჩის წინ „სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფილიპ მონტანიემ გუნდის ტრავმირებულ ფეხბურთელებზე, მათ შორის ზურიკო დავითაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა.

„გოტიე ლარსონიემ „როდეზთან“ მატჩში მუხლი დაიზიანა, მისი და კევინ პედროს თამაში ეჭვქვეშაა. აიმან მუეფეკმა და ზურიკოა დავითაშვილმა ბურთთან ვარჯიში დაიწყეს, მათ მდგომარეობას ხვალ შევაფასებთ, თუმცა მათი თამაში ასევე საეჭვოა. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჟულიენ ლე კარდინალთან დაკავშირებით, რომლის მდგომარეობაც ასევე ხვალ შეფასდება.

3 ქულა გვჭირდება, დანარჩენი ჩვენზე აღარაა დამოკიდებული. კარგია, რომ ზედიზედ სამი მარცხის მიუხედავად ლიგა 1-ში ასვლის შანსებს ვინარჩუნებთ, და ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“.

ცნობისთვის, „სენტ-ეტიენს“ 57 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ლე მანს“ 2 ქულით ჩამორჩება. ბოლო ტურში „ლე მანი“ სტუმრად „ბასტიას“ ეთამაშება, რომელიც ლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და 3-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. თუ „ლე მანმა“ ქულები დაკარგა და „სენტ-ეტიენმა“ გაიმარჯვა, „მწვანეები“ საგზურს პირდაპირ მოიპოვებენ, რადგან თანაბარი ქულების შემთხვევაში ლიგა 2-ში უპირატესობა ბურთების სხვაობას ენიჭება. „სენტ-ეტიენს“ +16 აქვს, „ლე მანს“ — +17, თუმცა „მწვანეებს“ 54 გოლი აქვთ გატანილი და ერთბურთიანი გამარჯვებაც აწყობთ, რადგან „ლე მანის“ ანგარიშზე 48 გოლია და თანაბარი სხვაობის შემთხვევაში მთავარი კრიტერიუმი გატანილი გოლების რაოდენობაა.

„ლე მანის“ გარდა, „რედ სტარის“ ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომელსაც ასევე 57 ქულა აქვს. „ამიენთან“ ქულების დაკარგვის შემთხვევაში შესაძლებელია, „სენტ-ეტიენმა“ მესამე ადგილი დაკარგოს და მიზნის მისაღწევად გრძელი გზის გავლა მოუწიოს — ნახევარფინალი, ფინალი და შემდეგ პლეიაუტის მატჩი ლიგა 1-ის მე-16 ადგილოსანთან, რომელიც სავარაუდოდ „ოსერი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმა მიიღო და სეზონი დაასრულა - სიგუა ბაზელში დაბრუნდა
ტრავმა მიიღო და სეზონი დაასრულა - სიგუა ბაზელში დაბრუნდა