ადრიენ რაბიო
Aa
Aa

რაბიო: “გვინდა დეშამის ბოლო მუნდიალი გამარჯვებით დავასრულოთ“

მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ინგლისი და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან.

მატჩის წინ, მამლების ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რაბიო:

„ნახევარფინალის მარცხი ჯერ კიდევ ძალიან მტკივა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის მაისურით ყოველი მატჩი მნიშვნელოვანია. მესამე ადგილისთვისაც ისეთივე პასუხისმგებლობით ვითამაშებთ. ინგლისი ძალიან ძლიერი გუნდია. მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ მატჩის ბედის გადაწყვეტა, ამიტომ მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.

დიდიე დეშამისთვის ეს განსაკუთრებული მომენტია. გვინდა, მისი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დავასრულოთ. ეს დამატებითი მოტივაციაა მთელი გუნდისთვის. ჩვენს გუნდში ყოველთვის ვსაუბრობთ ერთმანეთთან, ვაანალიზებთ თამაშებს და ვცდილობთ პრობლემები ერთად გადავჭრათ. სწორედ ეს ერთიანობაა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალა.“

შეგახსენებთ, რომ ინგლისი ნახევარფინალურ მატჩში არგენტინასთან 1:2 დამარცხდა, საფრანგეთი კი ესპანეთთან 0:2.

ინგლისისა და საფრანგეთის დაპირისპირება 19 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 01:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები