გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

მნიშვნელოვანი გამარჯვება - კვერნაძის ფროზინონეს სერია ა-მდე ერთი ქულა აშორებს

სერია ბ-ს 37-ე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ „იუვე სტაბიას“ ესტუმრა და 1:0 გაიმარჯვა - ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე გაბრიელე ბრაკალიამ გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელი „ფროზინონეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 64 წუთი ითამაშა. Sofascore-მა კვერნაძის თამაში 6.6 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 2 დარტყმა, 19 შეხება ბურთთან, 2-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 3-დან 2 ზუსტი პასი (67%), 1 ზუსტი გრძელი პასი და 5-დან 3 მოგებული ორთაბრძოლა.

ბოლო ტურის წინ „ფროზინონეს“ 78 ქულა აქვს. კვერნაძის გუნდი მეორე ადგილზეა და ლიდერ „ვენეციას“ 1 ქულით ჩამორჩება, მესამე ადგილზე კი 75 ქულით „მონცაა“.

ამგვარად, „ვენეციამ“ პირველ ან მეორე ადგილზე გასვლა გაინაღდა და მომდევნო სეზონში სერია ა-ში იასპარეზებს. კიდევ ერთ პირდაპირ საგზურს კი ერთმანეთში „ფროზინონე“ და „მონცა“ გაითამაშებენ. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა „მონცას“ მხარეს იქნება, ამიტომ კვერნაძის გუნდს სერია ა-ში გადასასვლელად სულ მცირე ერთი ქულის აღება დასჭირდება.

დასკვნით ტურში კვერნაძის გუნდი მე-10 ადგილზე მყოფ „მანტოვას“ მიიღებს, „მონცა“ კი საკუთარ კედლებში „ემპოლის“ (14) დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 3-8 ადგილებზე გასული გუნდები პლეიოფში გადაერთვებიან და სერია ა-ს კიდევ ერთი საგზურისთვის იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შესაძლოა, კლუბმა სარფიანად გაყიდოს | ნიურნბერგში ლოჩოშვილის შემცვლელი შეარჩიეს
შესაძლოა, კლუბმა სარფიანად გაყიდოს | ნიურნბერგში ლოჩოშვილის შემცვლელი შეარჩიეს