Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

კლივლენდი - ტორონტო 112 - 106

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში 13 შეხვედრა გაიმართა, ტური კლივლენდში გაიხსნა, სადაც ლებრონ ჯეიმსმა აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი - „ტორონტო“ დაამარცხა.

„კავსს“ „მეფემ“ ულიდერა 27 ქულითა და 10 მოხსნით. ორმაგი დუბლი მიითვალა კევინ ლავმა - 18 ქულა, 15 მოხსნა.  19 ქულა ჩაიწერა აქტივში ხოსე კალდერონმა.

„ტორონტოს“ მხრიდან დემარ დეროუზანი გამოირჩა 19 ქულით. სათადარიგო სკამიდან 10 ქულა შესძინა გუნდს პასკალ სიაკამმა. თამაში არ წაუვიდა კაილ ლოურის, 32 წლის უკანახაზელმა 11-დან მხოლოდ 2 სროლა გამოიყენა და შეხვედრა 5 ქულით დაასრულა.

„კლივლენდმა“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და 48 მოგებითა და 30 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.

 

ოკლაჰომა - გოლდენ სტეიტი 107 – 111

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო „გოლდენ სტეიტმა“. „მეომრებმა“ ამჯერად, პრინციპულ დაპირისპირებაში კევინ დურანტის ყოფილი გუნდი - „ოკლაჰომა“ დაამარცხეს 4 ქულიანი სხვაობით 111-107

„მეომრებს“ კევინ დურანტმა ულიდერა 34 ქულითა და 10 მოხსნით. 20 ქულა მიითვალა კლეი ტომპსონმა. ქუინ ქუკმა კი 12 ქულა ჩაიწერა აქტივში.

„ოკლაჰომას“ მხრიდან რასელ ვესტბრუკი გამოირჩა 44 ქულითა და 16 მოხსნით. თამაში არ წაუვიდა პოლ ჯორჯისა და კარმელო ენტონის დუეტს. მათ 35-დან მხოლოდ 9 სროლა გამოიყენეს და გუნდს ჯამში 32 ქულა შესძინეს.

„გოლდენ სტეიტი“ 57 მოგებითა და 21 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „ოკლაჰომას“, რასელ ვესტბრუკი და კომპანია 45 მოგებითა და 34 მარცხით ამავე კონფერენციის მეექვსე ადგილს იკავებს.

 

კლიპერსი - სან ანტონიო 113 - 110

ზედიზედ მეექვსე გასვლითი მატჩი წააგო „სან ანტონიომ“. „სპურსი“ ამჯერად „კლიპერსთან“ დამარცხდა.

„ლოს-ანჯელესელებს“ ტობაიას ჰარისმა ულიდერა 31 ქულით. სათადარიგო სკამიდან 22 ქულა შესძინა გუნდს ლუ უილიამსმა. 18 ქულა ჩაიწერა აქტივში ოსტინ რივერსმა.

ტეხასელების რიგებში ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა 35 ქულით. 17 ქულა მოაგროვა პეტი მილსმა. 13 ქულით დაასრულა მატჩი რუდი გეიმ.

„კლიპერსი“ 42 მოგებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფება.

 

დენვერი - ინდიანა 107 – 104

მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა „დენვერ ნაგეთსმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ინდიანა“ სამქულიანი უპირატესობით დაამარცხა.

„დენვერს“ ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა 30 ქულით. ორმაგი დუბლი მიითვალა უილ ბარტონმა - 26 ქულა, 10 მოხსნა. 

25 ქულა შესძინა „ინდიანას“ ვიქტორ ოლადიპომ. სათადარიგო სკამიდან 14 ქულა დააგროვა დომანტას საბონისმა. ორმაგი დუბლით დაასრულა შეხვედრა ტადეუს იანგმა - 15 ქულა, 10 მოხსნა.

43 მოგებითა და 35 მარცხით „დენვერი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება.

 

მილოუკი - ბოსტონი 106 – 102

ზედიზედ 6 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა „ბოსტონმა“, რომელიც სტუმრად „ბაქსთან“ დამარცხდა.

„მილოუკის“ ტრადიციულად იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა 29 ქულითა და 11 მოხსნით. 20 ქულა ჩაიწერა აქტივში კრის მიდლტონმა. ჯაბარი პარკერმა კი მატჩი 12 ქულით დაასრულა.

„კელტებს“ ლიდერების არყოფნაში ჯეილენ ბრაუნმა ულიდერა 24 ქულით. 20 ქულა მიითვალა ჯეისონ ტატუმმა. მარკუს მორისმა შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.

42 მოგებითა და 36 მარცხით „მილოუკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება.

 

ჰიუსტონი - ვაშინგტონი 120 - 104

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ჰიუსტონ როქეთსმა“. ჯეიმს ჰარდენის გუნდმა „ვაშინგტონი“ უშანსოდ - 16 ქულიანი სხვაობით გაანადგურა.

ტეხასელების რიგებში 38 ქულა მიითვალა ჰარდენმა. ორმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში კლინტ კაპელამ - 21 ქულა, 10 მოხსნა. ტრამვის შემდეგ დაბრუნებულმა კრის პოლმა შეხვედრა 8 ქულითა და 6 გადაცემით დაასრულა. 

„ვიზარდსს“ ბრედლი ბილმა ულიდერა 27 ქულით. სათადარიგო სკამიდან 11 ქულა შესძინა გუნდს კელი უბრემ. ჯონ უოლმა შეხვედრა 9 ქულითა და 10 გადაცემით დაასრულა.

63 მოგებითა და 15 მარცხით „ჰიუსტონი“ დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება.

 

სხვა მატჩების შედეგები

იუტა - ლეიკერსი 117 - 110

დალასი - პორტლენდი 115 - 109

მაიამი - ატლანტა 101 - 98

ფილადელფია - ბრუკლინი 121 - 95

ჩიკაგო - შარლოტა 120 - 114

ნიუ იორკი - ორლანდო 73 - 97

ფენიქსი - საკრამენტო 97 - 94

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები