მეორე საშეჯიბრო დღის საუკეთესო იპონები - ქართველები რჩეულთა შორის
ევროპული ძიუდოის კავშირმა (EJU) თბილისში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღის საუკეთესო იპონების ხუთეული გამოავლინა, რომელშიც ქართველი ძიუდოისტების მიერ შესრულებული გდებებიც გვხვდება.
მეხუთე ადგილზე -73 კგ. წონით კატეგორიის ნახევარფინალში, ჟოან-ბენჟამინ გაბას წინააღმდეგ, ლაშა შავდათუაშვილის მიერ შესრულებული გდება გავიდა. პირველ ადგილს კი გოგონათა შორის, -57 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ეთერ ლიპარტელიანის მიერ შესრულებული გდება იკავებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგით დაასრულა - 4 ოქრო, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი. ევროპის ჩემპიონები ლაშა შავდათუაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ლუკა მაისურაძე და გურამ თუშიშვილი გახდნენ. ვერცხლის მედლებს გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედალს კი ილია სულამანიძე დაეუფლა.