ჭანტურიას მძიმე ტრავმა
Aa
Aa

ჭანტურიას მძიმე ტრავმა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და რუსული ''ურალის'' ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ ყაზანის ''რუბინთან'' მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო, მას მარცხენა ფეხის ჯვარედინი იოგები დაუზიანდა. არნემის ''ვიტესის'' ყოფილ ფეხბურთელს ოპერაცია უახლოეს მომავალში გერმანიაში ჩაუტარდება. ''რუბინთან'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, ჭანტურია 74-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, 84-ე წუთზე კი ტრავმის გამო მინდორი დატოვა. ''ურალის'' პრესსამსახურის ცნობით ფეხბურთელი მოედანს დაახლოებით ექვს თვეში დაუბრუნდება.

24 წლის ფეხბურთელისთვის ხანგრძლივი პერიოდით ტრავმის გამო უთამაშებლობა უცხო არაა, 2016 წლის 26 ნოემბერს მოსკოვის ''ლოკომოტივთან'' შეხვედრაში მუხლის მყესები დაუზიანდა, ჩაუტარდა ოპერაცია და მოედანს 2017 წლის აპრილში დაუბრუნდა.

მიმდინარე სეზონში ჭანტურიამ ''ურალის'' შემადგენლობაში რუსეთის პრემიერლიგასა და თასზე საერთო ჯამში 20 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი შეაგდო. ფეხბურთელისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა, პრემიერლიგაში კიდევ 6 ტურია დარჩენილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები