მარტვილის მერანის 21 წლის ფეხბურთელს სიმსივნე დაუდგინდა
მარტვილის მერანის 21 წლის ფეხბურთელს, ერასტო მიქავას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. როგორც კლუბის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, დაავადების დასამარცხებლად აუცილებელია უცხოეთში მკურნალობა, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
ფეხბურთელის დედამ Facebook-ში ვრცელი პოსტი დაწერა:
"აბჯარი ავისხი ხალხნო! ჩემი 21 წლის ერასტოს ჯამრთელობის გამო. ჩემო მეგობრებო და კეთილო ადამიანებო, დიდი განსაცდელის წინაშე დგას ერასტო მიქავა! ჩემს შვილს დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე....,აუცილებელია ამ ვერაგი დაავადების დასამარცხებლად მკურნალობა საზღვარგარეთ, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალება ოჯახს სრულად არ გაგვაჩნია. უნდა გთხოვოთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დაგვეხმაროთ, თუნდაც ერთი ლარით...უმოკლეს დროში უნდა გავფრინდეთ საფრანგეთში. უფალი დიდია და შეგიწირავთ თითოეულ თქვენგანს...თქვენი დახმარებით უნდა მოვავლინო მეორედ ქვეყნიერებას. გთხოვთ შემაძლებინოთ....
აქვე მივუთითებ ერასტოს პირად ნომერს: 62902021241. თიბისი ბანკის ანგარიში: GE41TB7871945064300036 საქართველოს ბანკის ანგარიში: GE20BG0000000580766513 მიმღები ერასტო სმირნოვი (მიქავა) გთხოვთ გადააზიაროთ...''.