ზაზა უქულოდაა - „მეომრებს“ ვერც დურანტმა და გრინმა უშველეს
ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო მოქმედმა ჩემპიონმა - „გოლდენ სტეიტმა“. „უორიორსი“ ამჯერად იანის ანტეტოკუნმპოს „მილოუკისთან“ დამარცხდა 9 ქულიანი სხვაობით 107 – 116.
სამწუხაროდ ზაზა ფაჩულია მოედანზე მხოლოდ 3 წუთით ვიხილეთ, რა დროშიც ქართველმა ცენტრმა 1 მოხსნა მოაგროვა და ბურთი ერთხელ დაკარგა.
„მეომრებს“ ვერც ტრამვამოშუშებულმა კევინ დურანტმა და დრეიმონდ გრინმა უშველეს. კევინი მეორე მეოთხედის ბოლოს გააძევეს და შეხვედრა 10 ქულით დაამთავრა. რაც შეეხება დრეიმონდს, 28 წლის მძიმე ფორვარდმა შეხვედრა 11 ქულითა და 6 გადაცემით დაასრულა.
„უორიორსს“ ქუინ კუკმა ულიდერა 30 ქულით. 12 ქულა ჩაიწერა აქტივში ჯავალ მაკგიმ.
„ხარირმების“ მხრიდან იანის ანტეტოკუნმპო გამოირჩა 32 ქულით. 23 ქულა შესძინა გუნდს კრის მიდელტონმა, ერიკ ბლედსოუმ კი 20 ქულა ჩაიწერა აქტივში.
„მილოუკი“ 40 მოგებითა და 35 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება.