ზურიკოს 2 საგოლე პასი | სენტ-ეტიენმა რედ სტარი დაამარცხა
საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურში მეორე ადგილზე მყოფმა სენტ-ეტიენმა მეხუთეადგილოსანი რედ სტარი მიიღო, 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ სენტ-ეტიენი 49 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ტრუას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.
ორივე გოლისას საგოლე პასი ქართველმა ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა შეასრულა. ტრადიციულად, ზურიკო სენტ-ეტიენის სასტარტო შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა, აქტიურობდა, შეტევებს ამწვავებდა. 65-ე წუთზე მისი პასით კევინ პედრომ ანგარიში გახსნა, მე-80 წუთზე სტასინმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა 22 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. მონპელიეს, ბასტიასა და გენგამს დუბლი შეუსრულა. ასევე, საფრანგეთის თასზე ნიცას შეუგდო. საერთო ჯამში, ამ სეზონში მის აქტივში 15 საგოლე მოქმედებაა.
ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში პირველზე მყოფ ბენტაიებს 2 გოლით ჩამორჩება.
შემდეგ ტურში, 14 მარტს სენტ-ეტიენის მეტოქე სტუმრად გრენობლი იქნება.