UFC, დენა უაითი
Aa
Aa

„ეს მძიმე დარტყმაა...“ - თეთრი სახლის 6 ბრძოლიდან 1 გაუქმდა

UFC-ის „თეთრ სახლში“ გასამართმა სადღესასწაულო ტურნირმა, რომლის ქარდიც სულ რაღაც ექვსი ბრძოლისგან შედგება, უკვე განიცადა სერიოზული დანაკლისი და ერთი დაპირისპირება დაკარგა.

ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დენა უაითმა, ბლოგერ ნინა დრამასთან საუბრისას განაცხადა.

„გეუბნებოდით, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ქარდზე შეუსვენებლად ვმუშაობდით და ერთ-ერთი ბრძოლა, რომლისთვისაც დიდ ძალისხმევას ვიჩენდით, ახლახან ჩაიშალა. მგონი, ჰანტერ კემპბელი თავს მოიკლავს. ერთ-ერთი ბრძოლა ჩაიხსნა და ეს მართლაც მძიმე დარტყმაა“,

– თქვა UFC-ის ხელმძღვანელმა.

ამ ეტაპზე არ სახელდება, თუ რომელ ბრძოლაზეა საუბარი. სავარაუდოდ, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მანამდე, პირს მორგანთან ინტერვიუში, დენა უაითმა აღნიშნა, რომ 14 ივნისისთვის დანიშნული სადღესასწაულო ტურნირის ქარდი ექვსი ორთაბრძოლისგან შედგება, თუმცა შესაძლოა კიდევ ერთი, მეშვიდე დაპირისპირება დაემატოს. ასევე, ლიგის პრეზიდენტი დაპირდა გულშემატკივრებს, რომ ისტორიული ღონისძიება ოფიციალურად ამ უქმეებზე დაანონსდება.

არსებული ინფორმაციით, ტურნირის ექვსი ბრძოლიდან ორი საჩემპიონო უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები