იეგოიანი ორივე გუნდში საუკეთესო იყო | ექსელსიორმა ჰერენვენთან წააგო
ნიდერლანდების ერედივიზიეში ირაკლი იეგოიანის „ექსელსიორმა“ საკუთარ მოედანზე „ჰერენვენი“ მიიღო და 1:2 დამარცხდა.
37-ე წუთზე იეგოიანის ჩაწოდების შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა, მომდევნო შეტევაში კი „ჰერენვენმა“ ანგარიში გახსნა - თავი ლუუკ ბრაუვერსმა გამოიჩინა. 67-ე წუთზე იორის ვან ოვერეემმა სტუმართა უპირატესობა გაზარდა. 74-ე წუთზე „ექსელსიორმა“ პენალტით ერთი ბურთი გაქვითა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ქართველმა ფეხბურთელმა 89 წუთი ითამაშა, Sofascore-ისგან 7.9-იანი შეფასება დაიმსახურა (საუკეთესო ორივე გუნდის რიგებში), მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 საკვანძო პასი, 2-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 32-დან 26 ზუსტი პასი (81%), 3 დაბლოკილი დარტყმა, 47 შეხება ბურთთან, 2-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 9-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა, 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა და 3 ვარდნა.
იეგოიანის გამორჩეული მომენტები
26 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი“ 26 ქულით სატურნირო ცხრილის მე-15 ადგილზეა. მომდევნო მატჩს იეგოიანის გუნდი 15 მარტს სტუმრად, „ფეიენოორდის“ წინააღმდეგ გამართავს.