ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„უჯარიმოდ ბურთს ვერ ვართმევდით“ - ყოფილი მოწინააღმდეგე ხვიჩაზე

ხვიჩა კვარაცხელიას რომელი ქვეყნის ჩემპიონატშიც უთამაშია, ყველგან თავისი მდიდარი ისტორია აქვს შექმნილი და კვალი დატოვებული. იტალიისა და საფრანგეთის პირველობისგან განსხვავებით, რუსეთში მხოლოდ ერთი ტიტული ქვეყნის თასი მოიგო და ამით ბევრი არც არაფერი დაუკარგავს, თუმცა „ლოკომოტივში“ და „რუბინში“ ასპარეზობისას მისი დრიბლინგები კვარას ოპონენტებს დღემდე მწარედ ახსოვთ, რაზეც მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი ფეხბურთელის პაველ მასლოვის განცხადებაც მეტყველებს, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ყოველთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა, რადგან მისი ნებისმიერი ჩართვა შეხვედრაში სახიფათო მომენტით სრულდებოდა. უჯარიმოდ ბურთს ვერ ვართმევდით და მაშინ ვფიქრობდი, რომ ხვიჩა სიმულაციას მიმართავდა, რის გამოც არბიტრებთან პრეტენზიებს ხმამაღლა გამოვთქვამდი და თუ სხვა მოთამაშეები ამის გამო საჯაროდ მეკამათებოდნენ, კვარა ჩუმად იყო და ხმას არ იღებდა. მისთვის უჯარიმოდ ბურთის ართმევა იმდენად რთული იყო, რომ მსაჯები ხვიჩას წაქცევის დროს ეპიზოდის მსაჯულად კი არა, ქართველის ადვოკატად მეჩვენებოდნენ“.

ცნობისათვის, რუსეთიდან წასვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ჯერ „დინამო ბათუმში“, შემდეგ კი „ნაპოლსა“ და „პარი სენ-ჟერმენში“ ითამაშა. ჯამში საკლუბო კარიერაში ჩატარებულ 288 შეხვედრაში 25 წლის ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 69 გოლია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინიციატივას იჩენდა, დიდი ძალისხმევა გაიღო“ | რას წერენ კვარაზე ფრანგულ პრესაში
„ინიციატივას იჩენდა, დიდი ძალისხმევა გაიღო“ | რას წერენ კვარაზე ფრანგულ პრესაში