საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

„მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს“ - ლობჟანიძის გამარჯვების იმედი

საბა ლობჟანიძისთვის და „ატლანტასთვის“ ამერიკის შეერთებული შტატების 2026 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყო. MLS-ის საწყის ორ ტურში, „იუნაიტედი“ სტუმრად ჯერ „ცინცინატისთან“ (0:2), შემდეგ კი გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის ყოფილ კლუბთან „სან ხოსესთან“ (0:2) ისე დამარცხდა, რომ ერთი ბურთიც ვერ გაიტანა. ორივე შეხვედრაში საბა ძირითადში იყო და 73-ე და მე-60 წუთებზე შეცვალეს.

წლევანდელ სეზონს „ატლანტა“ სამწვრთნელო ცვლილებით შეხვდა - კლუბი ცნობილმა სპეციალისტმა ტატა მარტინომ ჩაიბარა, რომელიც „იუნაიტედში“ 2016-2018 წლებშიც მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით გამართული 74 მატჩიდან გუნდმა 40 მოიგო, 17 ფრედ დაასრულა და 17 წააგო. „რეალ სოლტ ლეიკ სიტისთან“ თამაშის წინ, მწვრთნელის გარდა მედიის წარმომადგენლებს კლუბის ქართველი ლეგიონერიც შეხვდა და კომენტარი გააკეთა.

საბა ლობჟანიძე

ვიცით, რომ ჩვენს გუნდში უმაღლესი კლასის ფეხბურთელები თამაშობენ, თუმცა მატჩების მოსაგებად ფიზიკურთან ერთად, ფსიქოლოგიური მზაობაც საჭიროა. ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, გამარჯვების გზაზე დასაბრუნებლად საშინაო კედლებში თამაში საუკეთესო საშუალებაა, რადგან ჩემი აზრით „ატლანტას“ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს“.

ცნობისათვის, საბა ლობჟანიძემ გასულ სეზონში „ატლანტას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 შეხვედრაში ბურთის გატანა ვერ მოახერხა და თავი მხოლოდ 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. აქვე გეტყვით, რომ „რეალ სოლტ ლეიკ სიტისთან“ თამაშის შემდეგ, საბა და მისი თანაგუნდელები შინაურ კედლებში კიდევ ზედიზედ სამ მატჩს ჩაატარებენ და „ფილადელფია უნიონს“, DC იუნაიტედსა და „კოლუმბუს ქრიუს“ უმასპინძლებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსია მამარდაშვილის დაბრუნებით ინტერესდება - ბრიტანული მედია
ვალენსია მამარდაშვილის დაბრუნებით ინტერესდება - ბრიტანული მედია