ბარსელონა, მანჩესტერ სიტი, ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

ბარსელონას შანსი - ბერნარდუ სილვა სიტისთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს

ჟურნალისტ მატეო მორეტოს ინფორმაციით, ბერნარდუ სილვას „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს და მიმდინარე წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

ბოლო კვირებში მსგავსი ინფორმაცია ინგლისურ მედიაშიც აქტიურად ვრცელდებოდა. რამდენიმე დღის წინ პორტუგალიელი ფეხბურთელის შესაძლო წასვლაზე ფაბრიციო რომანომაც მიანიშნა DAZN Transfer-ის ეთერში.

31 წლის ნახევარმცველი, რომელიც პეპ გვარდიოლას გუნდის ერთ-ერთი ძირითადი ფეხბურთელია, სავარაუდოდ „მანჩესტერ სიტიში“ ბოლო თვეებს ატარებს. როგორც მორეტო აღნიშნავს, ამ ეტაპზე კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები საერთოდ არ მიმდინარეობს.

ბერნარდუ სილვა „ქალაქელებში“ მეცხრე სეზონს ატარებს. ამ პერიოდში მან კლუბის მაისურით 445 მატჩი ჩაატარა, 42 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე 31 წლისაა, გუარდიოლასთვის კვლავ მნიშვნელოვანი ფიგურაა.

მიმდინარე სეზონში სილვამ ყველა ტურნირზე ჯამში 2782 წუთი ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

დიდი ალბათობით, ბერნარდუ სილვა მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება. მისი მდგომარეობით უკვე რამდენიმე კლუბი ინტერესდება.

ყველაზე ხშირად მისი შესაძლო დაბრუნება „ბენფიკაში“ განიხილება, თუმცა ბოლო სატრანსფერო ფანჯრების განმავლობაში პორტუგალიელს განსაკუთრებით „ბარსელონას“ უკავშირებდნენ. ასევე, მისი დამატებით ინტერესს საუდის არაბეთის პრო ლიგის კლუბებიც იჩენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სტაბილურობის შენარჩუნება უჭირთ“ - L'equipe პსჟ-ს ფორმის ვარდნის მიზეზებზე
“სტაბილურობის შენარჩუნება უჭირთ“ - L'equipe პსჟ-ს ფორმის ვარდნის მიზეზებზე