ბარსელონა, ჟოან ლაპორტა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ლაპორტა: “სელტას კარში ვალვერდეს გოლი არ უნდა ჩათვლილიყო“

ჟოან ლაპორტამ „ბარსელონას“ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია კიდევ ერთხელ გაამწვავა. ლოსპიტალეტში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კლუბის მოქმედმა პრეზიდენტმა, რომელმაც უკვე ოფიციალურად დაადასტურა კანდიდატურა საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, მადრიდის რეალის საკამათო გამარჯვება გააკრიტიკა და მკაცრად შეუტია თავის მთავარ კონკურენტს, ვიქტორ ფონტს.

ლაპორტამ ფედერიკო ვალვერდეს მიერ „სელტას“ წინააღმდეგ დამატებით დროში გატანილი გოლი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და მსაჯების გადაწყვეტილებებში ორმაგ სტანდარტზე ისაუბრა.

„მათ ისტორიული გამართლების წყალობით მოიგეს, მაგრამ ის გოლი მანამდე დაფიქსირებული ჯარიმის გამო უნდა გაუქმებულიყო. მსგავსი ეპიზოდი ჩვენს წინააღმდეგ რომ მომხდარიყო, ჯარიმა აუცილებლად დაფიქსირდებოდა — ასე უკვე მოხდა ანოეტაზე,“ — განაცხადა ლაპორტამ.

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა კიდევ უფრო მკაცრი განცხადებაც გააკეთა:

„რეალთან“ ყოველთვის იგივე ხდება. როდესაც მათ პრობლემები აქვთ, ან მსაჯები ეხმარებიან, ან რაღაც ხდება... ბოლოს მაინც იგებენ, ცოტა იღბალიც ეხმარებათ..“

ლაპორტა განსაკუთრებით მწვავედ შეეხო საკუთარ საარჩევნო კონკურენტს, ვიქტორ ფონტს, რომელთანაც 15 მარტის არჩევნებში მოუწევს დაპირისპირება.

„ბარსელონას“ სპორტულ პროექტს ერთადერთი საფრთხე ემუქრება — ვიქტორ ფონტი,“ — განაცხადა მან.

მისი თქმით, ფონტი ისეთ მართვას ჰპირდება გულშემატკივრებს, რომელიც „ბარსელონას“ რეალობას მოწყვეტილია.

„მას „ბარსელონა“ კომპიუტერში აქვს. ჩვენ არ შეგვიძლია კლუბი მის ხელში ჩავაბაროთ,“ — აღნიშნა ლაპორტამ.

პრეზიდენტმა ფონტი გააკრიტიკა იმის გამოც, რომ მან უკან არ წაიღო ბოლო განცხადებები ნეგრეირას საქმესთან დაკავშირებით.

„როდესაც ასეთ განცხადებებს არ ასწორებ, ეს სიჯიუტე და მოუქნელობაა,“ — თქვა ლაპორტამ და ბოლოს დასძინა:

„მას უნდა შეწყვიტოს აბსურდული თეორიების გავრცელება და დაბნეულობის ატმოსფეროს შექმნა. არ შეიძლება, კიდევ ერთმა თეორეტიკოსმა კლუბი კრიზისამდე მიიყვანოს.“ - ამ სიტყვებით დაასრულა ლაპორტამ გამოსვლა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაპორტამ დაადასტურა | პსჟ იამალის სანაცვლოდ €250 მილიონს იხდიდა
ლაპორტამ დაადასტურა | პსჟ იამალის სანაცვლოდ €250 მილიონს იხდიდა