გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის სუპერ მატჩი - 24 ქულა მანრესასთან

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფე მანრესას დაუპირისპირდა და 80:86 დამარცხდა.

წაგების მიუხედავად, გიორგი შერმადინს სუპერ მატჩი ჰქონდა, რომელიც MVP გახდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 23 წუთი და 44 წამი გაატარა.

ამ პერიოდის განმავლობაში, ვეტერანმა ცენტრმა 24 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მატჩის მიმდინარეობისას, შერმადინმა 9-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და 7 გამოუვიდა. 11 საჯარიმო ტყორცნიდან კი 10 ჩააგდო.

4 მოხსნიდან 2 საკუთარ ფარზე შეასრულა, ორი მეტოქის. ჯამში კი მხოლოდ ერთი პერსონალური ფოლი მიიღო. გიორგი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და სამწუხაროდ მისი ასეთი თამაში გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 3194 ქულით გიორგი შერმადინი ტენერიფეს ყველა დროის ბომბარდირი გახდა. აქამდე კი რეკორდი ხერმან გონსალესს ეკუთვნოდა (3191).

21 ტურის შემდეგ, ლაგუნა ტენერიფეს 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები