ვაკო ყაზაიშვილი
Aa
Aa

საგოლე პასი და მომენტები - ყაზაიშვილმა ჩინეთში შედეგიანად დაიწყო

ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ახალი სეზონი დაიწყო ისეთივე წარმატებულად, როგორც წინა დაასრულა. სუპერლიგის პირველ ტურში “შანდონგ ტაიშანმა“ საკუთარ სტადიონზე „ლიაონინგ ტიერენი“ 3:0 დაამარცხა. მერვე წუთზე კი ქსი ვენენგმა ანგარიში სწორედ 33 წლის ქართველი ნახევარმცველის კარგი გადაცემით გახსნა.

 

საგოლე გადაცემის გარდა, ყაზაიშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში საკმაოდ აქტიური იყო და მეტოქე გუნდის კარს რამდენჯერმე სახიფათოდაც დაემუქრა, თუმცა რიგ ეპიზოდებში დარტყმის დროს სიძლიერე დააკლდა, ერთხელ კი აშკარად არ გაუმართლა და ბურთი ხარიხას მოარტყა.

ათბალიანი სისტემით ვაკომ 8.2 მეათედი შეფასება მიიღო და მხოლოდ 29 წლის ბრაზილიელ თანაგუნდელ კრიზანს ჩამორჩა, რომელმაც მეორე გოლი გაიტანა. ყაზაიშვილმა კარისკენ 4-ჯერ დაარტყა, თანაგუნდელებს საგოლე მომენტი 2-ჯერ შეუქმნა, 4 საკვანძო გადაცემა შეასრულა, პასები 85-პროცენტიანი სიზუსტით გაანაწილა, დრიბლინგის ერთადერთი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და ბურთი 9-ჯერ დაკარგა.

ცნობისათვის, წინა სეზონში ვაკო ყაზაიშვილმა ყველა ტურნირზე გამართულ 31 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი შეასრულა და ჩინეთის ჩემპიონატის ვიცე-ბომბარდირი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უჯარიმოდ ბურთს ვერ ვართმევდით“ - ყოფილი მოწინააღმდეგე ხვიჩაზე
„უჯარიმოდ ბურთს ვერ ვართმევდით“ - ყოფილი მოწინააღმდეგე ხვიჩაზე