ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ვინ შეიძლება იქცეს ლიგის პლეიოფის ვარსკვლავად | The Athletic-ის ჟურნალისტის რჩეული კვარაა

ჩემპიონთა ლიგის წილისყრის დასრულების შემდეგ The Athletic-მა საკუთარ ჟურნალისტებს მერვედფინალურ წყვილებთან დაკავშირებული შეკითხვები დაუსვა. შეკითხვაზე, თუ ვინ შეიძლება იქცეს წლევანდელი სეზონის პლეიოფის ვარსკვლავად, ცნობილმა ჟურნალისტმა, სემ ლიმ, ქართველი ფეხბურთელი დაასახელა.

„მოდით, პარი სენ-ჟერმენის გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია გამოვარჩიოთ. მარტივი წარმოსადგენია, კვარაცხელიას განსაკუთრებული პლეიოფი ჰქონდეს“, — განაცხადა ლიმ.

რაც შეეხება სხვა ჟურნალისტების პასუხებს: ჯორჯ კოლკინმა მაიკლ ოლისე დაასახელა, ჯეიმს ჰორნკასლმა — ვიტინია, კერის ჯონსმა — ჯამალ მუსიალა, გრეგ ევანსმა — რიო ნგუმოა, სებასტიან სტეფორდ-ბლურმა — ჰარი კეინი, დერმო კორიგანმა — იენს პეტერ ჰაუგე, პიტერ ბრუკმა — ხულიან ალვარესი, არტ დე როჩემ — იენს პეტერ ჰაუგე, ლაია სერველიო ერერომ კი — ლამინ იამალი.

ცნობისთვის, კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მერვედფინალში „ჩელსის“ ხვდება. „არისტოკრატების“ დამარცხების შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი „გალათასარაისა“ და „ლივერპულის“ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილს შეუძლია ნომერ პირველი იყოს“ | სლოტი ლივერპულის მეკარეებზე
„მამარდაშვილს შეუძლია ნომერ პირველი იყოს“ | სლოტი ლივერპულის მეკარეებზე