ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

„ამ გუნდმა ძალიან შემცვალა“ - ფლიკი ბარსაში მე-100 მატჩზე

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, გუნდის სათავეში მე-100 მატჩის ჩატარებაზე ისაუბრა.

„ვილიარეალის“ წინააღმდეგ 28 თებერვალს გასამართი შეხვედრა გერმანელი სპეციალისტისთვის საიუბილეო იქნება.

„როგორც წესი, ციფრებზე არ ვიციკლები, რადგან მათ თვალს არ ვადევნებ, მაგრამ „ბარსელონასთან“ ერთად 100 მატჩი – ეს დაუჯერებელია. ჩემთვის, როგორც არაერთხელ მითქვამს, ეს ოცნების ასრულებაა. ეს ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაოა, მაგრამ მე ნამდვილად ვაფასებ იმას, რასაც კლუბისგან, ჩემი მოთამაშეებისგან და ქალაქისგან ვიღებ... ეს ჭეშმარიტად შთამბეჭდავია და აქ ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის დიდი პატივია ამ შესანიშნავ კლუბში მუშაობა.

„ბარსამ“ მე ძალიან შემცვალა. ეს ის გამოცდილებაა, რომელიც უნდა გადაიტანო. მწვრთნელი დიდი ხანია ვარ, ძალიან დიდი ხანია. ასევე ვიყავი ასისტენტიც და ყოველი გამოცდილება ცოტათი გცვლის.

აქ ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მოსვლის პირველივე დღიდან თავს ოჯახის წევრად ვგრძნობ. თითოეული ადამიანი თავის საქმესა და კლუბში სულს დებს.

ფანტასტიკური გუნდი მყავს. ჩემმა მეუღლემ ამასწინათ ჩემივე სიტყვები შემახსენა, რომლებიც მუშაობის დაწყებისას ვუთხარი – რომ ყოველი დღით ვტკბებოდი, რადგან ეს იყო ახალგაზრდა გუნდი, რომელსაც სურდა დახვეწა და ზრდა...

მაგრამ ასევე უნდა იცოდე, რას ნიშნავს „ბარსა“. „ბარსა“ – ეს არის თვითმყოფადობა, თამაშის სტილი... პრეზიდენტმა პირველივე დღეს მითხრა, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ ისიც, თუ როგორ მივაღწევთ მას. მეც და ჩემი სამწვრთნელო შტაბიც მუდამ ამაზე ვფიქრობთ. ისეთ კლუბში, როგორიც „ბარსაა“, ყოველთვის უნდა გაიმარჯვო“,

– განაცხადა ფლიკმა კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში.

„ბარსელონასა“ და „ვილიარეალის“ მატჩი, შაბათს 19:15-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები