ნეიმარი, კარლო ანჩელოტი, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

ESPN: მარტის მატჩებისთვის ანჩელოტი ნეიმარს არ გამოიძახებს

კარლო ანჩელოტი მარტის ამხანაგური მატჩებისთვის ბრაზილიის ნაკრებში ნეიმარის გამოძახებას არ აპირებს. ამის შესახებ ESPN-ი იტყობინება.

„სანტოსი“ პაულისტას შტატის ჩემპიონატის მეოთხედფინალში „ნოვორიზონტინოსთან“ დამარცხდა, თუმცა, ESPN-ის ცნობით, ამას ანჩელოტის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია, ვინაიდან იტალიელი თავკაცი 34 წლის შემტევის გამოძახებას ისედაც არ გეგმავდა.

მარტის სანაკრებო პაუზის დროს ბრაზილიის ნაკრები აშშ-ში შეიკრიბება, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს: ბოსტონში საფრანგეთის წინააღმდეგ და ორლანდოში - ხორვატიის წინააღმდეგ.

ESPN-ის ინფორმაციით, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია ყურადღებით აკვირდება ნეიმარის თამაშს, თუმცა ანჩელოტი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და ფეხბურთელს ტრავმის მოშუშების შემდეგ ფორმის აღდგენის საშუალებას აძლევს.

„ანჩელოტი დარწმუნებულია, რომ ტაქტიკური თვალსაზრისით ნეიმარი ნაკრებს სარგებელს აუცილებლად მოუტანს. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე უცნობი რჩება, ისაა, თუ როგორ ფიზიკურ ფორმაში იქნება ზაფხულში 34 წლის ბრაზილიელი“.

ცნობისთვის, ნეიმარმა ეროვნული ნაკრების მაისური ბოლოს 2023 წლის ოქტომბერში მოირგო, როცა „სელესაო“ ურუგვაისთან 0:2 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გარწმუნებთ, ნეიმარი შეიცვალა და თავს სათანადოდ უვლის“ - ტიაგო სილვა
„გარწმუნებთ, ნეიმარი შეიცვალა და თავს სათანადოდ უვლის“ - ტიაგო სილვა