ნეიმარი, სანტოსი
Aa
Aa

კონტრაქტი გაახანგრძლივა - ნეიმარი სანტოსში დარჩა

ნეიმარმა „სანტოსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და „თევზების“ ღირსებას 2026 წლის ბოლომდე დაიცავს. ინფორმაცია ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„2025 წელი ჩემთვის განსაკუთრებული და ამავდროულად რთული იყო - წინაღობები მხოლოდ გულშემატკივრების სიყვარულის საშუალებით დავძლიე. დადგა 2026 წელი და ღმერთმა ასე ინება: „სანტოსი“ ჩემი ადგილია. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში - უსაფრთხოდ და ბედნიერად. სწორედ აქ მინდა გავაგრძელო ჩემი ოცნებების ასრულება“, - აცხადებს ნეიმარი.

33 წლის ნეიმარი მშობლიურ კლუბში 2024 წლის იანვარში დაბრუნდა და ტრავმების მიუხედავად გუნდს უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა. საერთო ჯამში გასულ სეზონში ბრაზილიელმა შემტევმა 28 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დეკემბრის ბოლოს ნეიმარმა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა. მოედანზე მისი დაბრუნების ვადები ჯერჯერობით უცნობია, „სანტოსი“ კი უკვე 10 იანვარს პაულისტას შტატის ჩემპიონატში „ნოვორიზონტინოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პასი ერთხელ მაინც მომცეს! ...ჯანდაბა, პრესინგი ითამაშე!“ - ვინი vs ალონსო
„პასი ერთხელ მაინც მომცეს! ...ჯანდაბა, პრესინგი ითამაშე!“ - ვინი vs ალონსო