გადაწყვეტილება მიიღეს | სპორტინგი ქოჩორაშვილის განათხოვრებას გეგმავს
„სპორტინგმა“ გიორგი ქოჩორაშვილის მომავლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. „ლომების“ გეგმების შესახებ ინფორმაცია ავტორიტეტულმა პორტუგალიულმა გამოცემამ, A Bola-მ გაავრცელა და დაწერა, რომ ლისაბონელები „ქოჩოს“ გასაშვებად ემზადებიან.
„სპორტინგმა“ საბოლოო არჩევანი გააკეთა და სურს, ქართველი ნახევარმცველი გაანათხოვროს. „ლომებს“ იმედი აქვთ, რომ გააფორმებენ ხელშეკრულებას, რომელშიც იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ქოჩორაშვილის გამოსყიდვის უფლებაც იქნება ჩადებული.
„სპორტინგს“ 5.5-მილიონიანი ინვესტიციის ამოღება სურს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას წინადადებებს დაელოდება. წარსულში დაიწერა, რომ ქოჩორაშვილის გადაბირებით ესპანეთის ლა ლიგის ერთი და ლა ლიგა 2-ის რამდენიმე კლუბი ინტერესდება.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მას პორტუგალიის ჩემპიონატში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 5 მილიონი ევროა.