ფედერიკო ვალვერდე, ორელიენ ჩუამენი
Aa
Aa

ჩუამენისა და ვალვერდეს ჩხუბი | რეალმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა

მადრიდის „რეალმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ორელიენ ჩუამენისა და ფედერიკო ვალვერდეს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. „ბლანკოსმა“ დაადასტურა, რომ ფეხბურთელების მიმართ დისციპლინარული მოკვლევა დაიწყო.

„მადრიდის რეალი აცხადებს, რომ დღეს დილით, ძირითადი გუნდის ვარჯიშზე მომხდარი მოვლენების შემდეგ, კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს დისციპლინური მოკვლევა ჩვენი ფეხბურთელების, ფედერიკო ვალვერდესა და ორელიენ ჩუამენის მიმართ. კლუბი ორივე საქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს,”— ნათქვამია განცხადებაში.

რა მოხდა ჩუამენისა და ვალვერდეს შორის

6 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვალვერდე და ჩუამენი ფიზიკურ დაპირისპირებასთან ძალიან ახლოს იყვნენ; მათ ერთმანეთს ხელი ჰკრეს და გასახდელში იკამათეს. 7 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, ვალვერდე ჩუამენის ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია პრესას მან მიაწოდა.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ჩუამენი ვალვერდესთან მივიდა და მშვიდად უთხრა, გაჩერებულიყო. ფედემ უარი თქვა და თანაგუნდელის დადანაშაულება გააგრძელა, რის გამოც ჩუამენიმ მას სახეში ძლიერად დაარტყა. ურუგვაელი დაეცა, თავი დაარტყა და ჭრილობა მიიღო. ვალვერდეს თავბრუ დაეხვა, თითქმის გონება დაკარგა და გასახდელიდან სავარძელ-ეტლით გაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ურუგვაელს საავადმყოფოში წასვლა მოუწია | ვალვერდემ და ჩუამენიმ იჩხუბეს
ურუგვაელს საავადმყოფოში წასვლა მოუწია | ვალვერდემ და ჩუამენიმ იჩხუბეს