ფედერიკო ვალვერდე
Aa
Aa

ვალვერდეს დიაგნოზი ცნობილია | რეალის ოფიციალური განცხადება

მადრიდის „რეალმა“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ფედერიკო ვალვერდეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. ურუგვაელ ფეხბურთელს თანაგუნდელ ორელიენ ჩუამენისთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა. ჩუამენიმ მას მუშტი სახეში დაარტყა, რის შემდეგაც ფედე წაიქცა, მაგიდას თავი დაარტყა, ჭრილობა მიიღო და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

„მადრიდის „რეალის“ სამედიცინო სამსახურის მიერ ფედე ვალვერდეზე დღეს ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, ჩვენს ფეხბურთელს თავის ტვინის ტრავმული დაზიანება დაუდგინდა. ვალვერდე სახლში იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მოცემული დიაგნოზისთვის გათვალისწინებული სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, მას დასჭირდება 10-დან 14 დღემდე დასვენება და რეაბილიტაცია“, — ნათქვამია „რეალის“ განცხადებაში.

სხვათა შორის, ეს „სამეფო კლუბის“ მეორე ოფიციალური განცხადებაა. რამდენიმე წუთის წინ „ბლანკოსმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვარჯიშზე და მის შემდეგ მომხდარი ჩხუბის გამო, ორივე ფეხბურთელის მიმართ მოკვლევა დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იქნებ გამოგვივიდეს და მსოფლიოსთვის, ერთი თვით ვინათხოვროთ“ | გარი ლინეკერი კვარაზე
„იქნებ გამოგვივიდეს და მსოფლიოსთვის, ერთი თვით ვინათხოვროთ“ | გარი ლინეკერი კვარაზე