ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

აზაროვის შახტარი გავარდა | ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ფინალები ცნობილია

ირაკლი აზაროვის „შახტარი“ კონფერენს ლიგას ნახევარფინალში გამოეთიშა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა „კრისტალ პალასის“ ბარიერი ვერ გადალახა და „არწივებთან“, ორი მატჩის ჯამში, 2:5 წააგო.

„შახტარმა“ განმეორებითი თამაში სტუმრად გამართა და აზაროვს დრო არც ამ შეხვედრაში მიეცა. თამაშში ანგარიში ირაკლის კონკურენტის, პედრო ენრიკეს ავტოგოლით გაიხსნა. 34-ე წუთზე ეგინალდომ წონასწორობა აღადგინა, თუმცა 52-ე წუთზე ისმაილა სარიმ „არწივები“ წინ გაიყვანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 2:1.

კონფერენს ლიგის ფინალში „კრისტალ პალასი“ „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდება. ესპანელებმა „სტრასბურგი“ ორივე შეხვედრაში ერთნაირი ანგარიშით, 1:0 დაამარცხეს და ორი მატჩის ჯამში 2:0 მოიგეს.

ევროპა ლიგას რაც შეეხება, ინგლისურ დაპირისპირებაში „ასტონ ვილამ“ იმარჯვა. ბირმინგემელებს „ნოტინგემთან“ პირველი შეხვედრა 0:1 ჰქონდათ წაგებული, თუმცა საპასუხო მატჩში ბრწყინვალედ ითამაშეს. ჯონ მაკგინის დუბლისა და ოლი უოტკინსისა და ემილიანო ბუენდიას გოლების წყალობით, „ასტონ ვილამ“ 4:0 მოიგო. უნაი ემერის გუნდი ფინალში „ფრაიბურგს“ შეხვდება, რომელმაც 1:2 წაგებული პირველი თამაშის შემდეგ „ბრაგა“ შინ 3:1 დაამარცხა.

ცნობისთვის, ევროპა ლიგის ფინალი 20 მაისს გაიმართება და „ფრაიბურგისა“ და „ასტონ ვილას“ მატჩი თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. კონფერენს ლიგის ფინალს 27 მაისს ვიხილავთ. „კრისტალ პალასისა“ და „რაიო ვალეკანოს“ მატჩი ასევე 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იქნებ გამოგვივიდეს და მსოფლიოსთვის, ერთი თვით ვინათხოვროთ“ | გარი ლინეკერი კვარაზე
„იქნებ გამოგვივიდეს და მსოფლიოსთვის, ერთი თვით ვინათხოვროთ“ | გარი ლინეკერი კვარაზე