შონ სტრიკლენდი, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

სტრიკლენდი დაბრუნდა: ერნანდესი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა

UFC-ში საშუალო წონით კატეგორიაში შონ სტრიკლენდმა ენტონი ერნანდესი მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. 34 წლის ამერიკელმა მებრძოლმა კარიერაში 37-ე ბრძოლა გამართა. მის ანგარიშზე 30 გამარჯვება და 7 მარცხია. 

გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შონ სტრიკლენდმა ჯიმ ვესტის (ენტონი ფერნანდესის მწვრთნელს) მისამართით თქვა: „მე ფლაფის (ენტონი ერნანდესის მეტსახელი) კი არ ვებრძოდი, არამედ ჯიმ ვესტს. თვალის კუთხიდან ჯიმ ვესტს ვხედავდი... და სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ შანსი არ იყო, ამ წყეულ პრედატორს (მოძალადეს/მტაცებელს) ჩემთვის მოეგო'.“

წლების წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვესტს ურთიერთობა ჰქონდა თავის მოსწავლესთან (ასპენ ლედთან), როდესაც ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. სტრიკლენდი, რომელსაც ბავშვობის ტრავმები აქვს და ასეთ თემებზე ძალიან მწვავედ რეაგირებს, ამ ფაქტს ხშირად იყენებს მეტოქის მწვრთნელის გასაშავებლად.

2023 წლის სექტემბერში, UFC 293-ზე სტრიკლენდმა სენსაციურად ისრაელ ადესანია მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. ქამრის პირველივე დაცვისას, 2024 წლის იანვარში, UFC 297-ზე, დრიკუს დუ პლესისთან დაპირისპირება მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დათმო. რევანშის შანსი მიიღო, 2025 წლის 8 თებერვალს, UFC 312-ზე დუ პლესისთან კვლავ დამარცხდა, მაგრამ ამჯერად - მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები