ხმის მიცემა დაიწყო - მიქაუტაძე თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის
საქართველოს ნაკრებისა და „ვილიარეალის“ შემტევი, გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებს.
ქართველი ფეხბურთელი თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე „ვილიარეალში“ გადასვლის შემდეგ პირველად არის წარდგენილი.
გამოკითხვა EA Sports-ის ვებ-გვერდზე უკვე დაწყებულია, გულშემატკივრებს კი ხმის მიცემა ამ ლინკის საშუალებით შეუძლიათ - მიეცი ხმა.
გიორგი მიქაუტაძეს კონკურენციას 4 ფეხბურთელი გაუწევს - აბდესამად ეზალზული („ბეტისი“), ტომა ლემარი („ჟირონა“), ლუის მილია („ხეტაფე“), ფედერიკო ვალვერდე („რეალი“).
თებერვალში ქართველმა ფეხბურთელმა 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. თვის ბოლომდე „ვილიარეალი“ კიდევ ორ შეხვედრას გამართავს - 22 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „ვალენსიასთან“ და 28 თებერვალს, სტუმრად „ბარსელონასთან“.