ანასტასია გუბანოვა
Aa
Aa

მოკლე პროგრამა - გუბანოვამ კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

როგორც მოგეხსენებათ, მილანსა და კორტინაში ზამთრის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. დღეს ფიგურულ ციგურაობაში, საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა გამოვიდა.

ანასტასიამ მოკლე პროგრამაში თავი დიდებულად წარმოაჩინა და მას მსაჯებმა 71.77 ქულა დაუწერეს. ამ შედეგით ის მოკლე პროგრამის შემდეგ, მე-6 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ქალთა შორის თავისუფალი პროგრამა 19 თებერვალს 22:00-დან განახლდება.

ცნობისთვის, დღევანდელ დღემდე ანასტასია გუბანოვას საუკეთესო შედეგი 69.81 ქულა იყო, ხოლო დღეს მან კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები