ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ილიას და ისლამის ჩხუბზე დიდი მოვლენა არ არსებობს“ - ბისპინგი თეთრი სახლის ქარდზე

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა და ყოფილმა ჩემპიონმა, მაიკლ ბისპინგმა, რომელიც ამჟამად ამავე ორგანიზაციის კომენტატორი და ანალიტიკოსია, თეთრ სახლში გასამართ ღონისძიებაზე ისაუბრა და თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

რა თქვა ბისპინგმა:

„შეუძლებელია თეთრ სახლში ღონისძიება ჩაატარო და ბრძოლების ქარდი ისეთი იყოს, რომ ყველაფერი ფუჭი იყოს და ღონისძიება ნამსხვრევებად აქციოს. ეს ტურნირი გამორჩეული უნდა იყოს და ასეც იქნება. ისინი აპირებენ შეკრან ბრძოლების ისეთი დაუჯერებელი საღამო, როგორიც UFC-ის გულშემატკივრებს არც კი დაესიზმრებათ.“

„ჩემი მოკრძალებული აზრით, ამჟამად ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას დაპირისპირებაზე დიდი ბრძოლა არ არსებობს. ვიცი, რომ ჯასტინ გეიჯი დროებითი ჩემპიონია, ილია კი — დაუმარცხებელი და მათი ბრძოლა უნდა შედგეს. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. ღონისძიება ასეთ ადგილას შესაძლოა, მხოლოდ ერთხელ ჩატარდეს. ტურნირი თეთრი სახლის ეზოში იმართება, პრეზიდენტი ტრამპი იქ იქნება და ამას მთელი მსოფლიო მიადევნებს თვალს. ფაქტია, რომ ამ მოვლენას მილიარდობით ადამიანი უყურებს, ორგანიზატორებს კი ყველაზე რეზონანსული ბრძოლების ჩატარება სურთ. ასე რომ, სამწუხაროდ, ამ სიტუაციაში ჯასტინ გეიჯის მოცდა მოუწევს.“

ჯერჯერობით, უცნობია, შედგება თუ არა თეთრი სახლის ღონისძიებაზე ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ბრძოლა. რამდენიმე დღის წინ, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ ღონისძიების საბრძოლო ქარდი უკვე შედგენილია, თუმცა დეტალური ინფორმაციის გავრცელებისგან ამ ეტაპზე, თავი შეიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დენა უაითის განცხადება | ილია VS გეიჯი ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე
დენა უაითის განცხადება | ილია VS გეიჯი ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე