ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„მახაჩევის გარდა სხვა მეტოქეს ვერ ვხედავ“ - ცარუკიანი კონკურენტებზე

არმან ცარუკიანი, რომელიც UFC-ის მსუბუქი წონის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს, თავს არა მხოლოდ ყველაზე ძლიერ მებრძოლად, არამედ დივიზიონის უძლიერეს მოჭიდავედაც მიიჩნევს.

ამის შესახებ რუსმა მებრძოლმა დემეტრიუს ჯონსონთან ერთობლივი ვარჯიშის დროს განაცხადა.

„ვის შეუძლია UFC-ში ჭიდაობაში შენი დამარცხება?“

- ჰკითხა ამერიკელმა.

„ახლა მსუბუქ წონაში - არავის. სანერვიულო არაფერი მაქვს. ადრე ეს ისლამი იყო, მაგრამ მან წონაში აინაცვლა. ის ზედმეტ ენერგიას არ ხარჯავს და ბრძოლასაც ძალიან გათვლილად და მშვიდად აწარმოებს“,

- უპასუხა ცარუკიანმა.

მანამდე არმან ცარუკიანმა განაცხადა, რომ მზად არის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლოს როგორც მსუბუქ, ისე ქვემსუბუქ წონაში. მან ასევე არ გამორიცხა ბრძოლა BMF-ის ტიტულისთვის მაქს ჰოლოუეისა და ჩარლზ ოლივეირას შორის გამარჯვებულთან.

გარუსებული სომეხი მებრძოლის შემდეგი გამოსვლა 28 თებერვალს, საჭიდაო ტურნირზე (RAF 6) შედგება, სადაც ის ამერიკელ ჯორჯიო პულასს შეხვდება. UFC-ში ჯერჯერობით მისი მომდევნო ორთაბრძოლა ჩანიშნული არ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები