Aa
Aa

შენგელიამ "ბარსელონას" 12 ქულა ჩაუგდო - "ბასკონია" პლეი-ოფს მიუახლოვდა

თორნიკე შენგელიას "ბასკონია" ევროლიგის 28-ე ტურში "ბარსელონას" ესტუმრა და 86:73 დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ "ბასკონია" ცალი ფეხით უკვე პლეი-ოფშია. ბასკებმა მე-8 ადგილი გაიმყარეს და მდევარ მაკაბის 2 ქულით უსწრებენ.

"ბარსას" ძლევაში თავისი სოლიდური წილი დაიდო შენგელიამაც, რომელმაც პარკეტზე 21:06 წუთი გაატარა და მისი მონაგარი 12 ქულა, 4 მოხსნა და 3 გადაცემა იყო.

თოკომ 7 მცდელობიდან 5 ორქულიანის ჩაგდება შეძლო და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. მის წინააღმდეგ კატალონიელები სამჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი ფოლი საერთოდ არ აუღია.

29-ე ტური 29 მარტს გაიმართება და "ბასკონია" მის მთავარ მდევარს "მაკაბის" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფის საგზურს ოფიციალურად გაინაღდებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები