დროგბამ მესიზე უკეთესი ფეხბურთელები დაასახელა
Aa
Aa

დროგბამ მესიზე უკეთესი ფეხბურთელები დაასახელა

ლეო მესი საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ არსებობს ორი მოთამაშე, რომელიც მასზე ჯერ კიდევ მაღლა დგას.

არგენტინელმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში საუკეთესო წლები გაატარა და მრავალი საკლუბო ჯილდო მოიპოვა. მესიმ „ოქროს ბურთი“ ხუთჯერ, „ჩემპიონთა ლიგა“ ოთხჯერ და „ლა ლიგა“ რვაჯერ მოიგო. ლეოს ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატის მოგება დარჩა და ამ ზაფხულს საოცნებო ჯილდოს მოპოვების უკანასკნელი შანსი ექნება.

არგენტინელის გენაილიზმს დროგბა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ მესი მუნდიალს მოიგებს მხოლოდ მაშინ შეგვეძლება, მისი ისეთი ფეხბურთელების გვერდით დაყენება, როგორებიც პელე და მარადონა არიან.

„მესიმ ამ წუთას, რომ დაასრულოს კარიერა უდავოდ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იქნება, თუმცა მხოლოდ მუნდიალის მოგების შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, რომ იგი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა.  სამწუხაროდ, მას ჯერ არ მიუღწევია ისეთი წარმატებისთვის, რომ იგი პელესა და მარადონას გვერდით დავაყენოთ. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ლეო საოცარი მოთამაშეა და აღნიშნულ დუეტს ბევრით არ ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები