ლევან შენგელია
Aa
Aa

შენგელიამ ოფის მოაგებინა - მეორე გოლი სეზონში

საბერძნეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-20 ტური ლევან შენგელიასთვის წარმატებული აღმოჩნდა. „ოფიმ“ საკუთარ სტადიონზე „ლევადიაკოსი“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა, გამარჯვების ბურთი კი 76-ე წუთზე სწორედ საქართველოს ნაკრების 30 წლის ნახევარმცველმა გაიტანა. მარცხენა ფლანგიდან განხორციელებულ პასს ლევანი საჭირო ადგილას დახვდა და მშვიდად შეაგორა ბურთი კარში.

შენგელიამ სრულად ითამაშა და ათბალიანი სისტემით 7.2 მეათედი შეფასება მიიღო. მან პასები 79-პროცენტიანი სიზუსტით გაანაწილა, ერთი საკვანძო გადაცემა შეასრულა, ბურთს 44-ჯერ შეეხო და ერთადერთხელ დაჯარიმდა, რაც ყვითელი ბარათის მიღებად დაუჯდა. ლევანმა ბურთი საკუთარი საჯარიმოდან ერთხელ წარმატებულად ამოიტანა და სამიდან სამივე საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო.

19 ტურში დაგროვებული 24 ქულით „ოფი“ საბერძნეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ლევან შენგელია და მისი თანაგუნდელები ისევ „ლევადიაკოსთან“ ამჯერად სტუმრად, ამჯერად საბერძნეთის თასზე, 11 თებერვალს გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველების გოლებით - ზირამ სუმგაითი დაამარცხა
ქართველების გოლებით - ზირამ სუმგაითი დაამარცხა