ოთარ კიტეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

მამაგეიშვილის დებიუტი შტურმში - კიტეიშვილმა ასისტი შეასრულა

ავსტრიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურში „შტურმს“ გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი საკუთარ სტადიონზე „რიდს“ 86-ე წუთამდე ვერ ამარცხებდა და სწორედ ამ დროს თამაში საკუთარ თავზე ცვლილებაზე ათი წუთის შესულმა იაკობ ჰოდლმა აიღო და შეხვედრის ერთადერთი ბურთი გაიტანა. სასიამოვნოა, რომ მას პასი ოთარ კიტეიშვილმა მიაწოდა და ქართველ ნახევარმცველს აქტივში ასისტი ჩაეწერა.

ჰოდლთან ერთად, 76-ე წუთზე მოედანზე გიზი მამაგეიშვილიც გამოჩნდა და „შტურმში“ მისი დებიუტი შედგა. 20 წუთზე ნაკლებ დროში „იბერიას“ ყოფილმა კაპიტანმა ბევრი ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო. სამაგიეროდ, შეხვედრის ბოლოს სხვაობის ორამდე გაზრდის შანსი ჰქონდა კიტეიშვილს, თუმცა მასპინძლების კონტრშეტევა სათანადოდ ვერ დააგვირგვინა.

ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „შტურმმა“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერ „ზალცბურგს“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას გრაცის კლუბი 14 თებერვალს, სტუმრად „ტიროლთან“ გამართავს, რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთ-ერთი საუკეთესო იყო | კვერნაძის საგოლე პასი და არჩათვლილი გოლი
ერთ-ერთი საუკეთესო იყო | კვერნაძის საგოლე პასი და არჩათვლილი გოლი