ლუკა სილაგაძე
Aa
Aa

ასისტი სადებიუტო მატჩში - სილაგაძემ სლოვაკეთში კარგად დაიწყო

ლუკა სილაგაძემ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ასპარეზობა პროდუქტიული თამაშით დაიწყო. ზამთრის პაუზის შემდეგ განახლებული ნიკე ლიგის მე-19 ტურში „პოდბრეზოვამ“ სტუმრად „ტრენჩინი“ 4:0 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ჰეთ-თრიკის ავტორი რადეკ სილერი იყო, რომელმაც პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში თავისი მესამე ბურთი სილაგაძის გამოზომილი პასის შემდეგ გაიტანა.

26 წლის ქართველმა თამაში ძირითადში დაიწყო და მარცხენა გარემარბის პოზიციაზე 56 წუთის მანძილზე იასპარეზა. ამ დროის განმავლობაში სილაგაძემ ერთი საგოლე შანსი შექმნა, 3 საკვანძო გადაცემა შეასრულა, პასები 83-პროცენტიანი სიზუსტით გაანაწილა, ბურთს 36-ჯერ შეეხო და 7-ჯერ დაკარგა. ამავე შეხვედრაში თავისუფლად შეიძლებოდა ქართველების დაპირისპირება გვეხილა, მაგრამ „ტრენჩინის“ მთავარმა მწვრთნელმა „გაგრადან“ დამატებულ გია ნადარეიშვილს თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა და ეს უკანასკნელი ბოლომდე თადარიგში დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა სილაგაძე „პოდბრეზოვამ“ „იბერიადან“ დაიმატა. Crystalbet ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონში ლუკამ საქართველოს ჩემპიონის შემადგენლობაში ჩატარებულ 31 მატჩში თავი 4 გოლითა და 6 საგოლე პასით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთ-ერთი საუკეთესო იყო | კვერნაძის საგოლე პასი და არჩათვლილი გოლი
ერთ-ერთი საუკეთესო იყო | კვერნაძის საგოლე პასი და არჩათვლილი გოლი