პსჟ, მარსელი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კარგი ამბავი - ხვიჩა დაბრუნდა და მარსელთან მატჩის განაცხადშია

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. პარი სენ ჟერმენი მარსელს უმასპინძლებს.

მატჩის წინ, სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ვიგებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია მარსელთან გასამართი მატჩის განაცხადშია. ქართველმა ვარსკვლავმა ტრავმა მთლიანად მოიშუშა და სათამაშოდ მზად არის.

შეგახსენებთ, რომ ჯვაროსნების შემტევმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის ფაზის ბოლო ტურში ნიუკასლის წინააღმდეგ მიიღო.

ხვიჩას ელანგა ეუხეშა. თავდაპირველად დაზიანება საკმაოდ მძიმე ჩანდა, თუმცა ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით დადგინდა, რომ კვარაცხელია მოედანს მაქსიმუმ 10 დღეში დაუბრუნდებოდა. საბედნიეროდ ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდა.

ცნობისთვის, საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე 16 ჩატარებულ მატჩში ჯერჯერობით 3 გოლი და 3 საგოლე პასია.

პარი სენ ჟერმენისა და მარსელის დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები