იოკიჩის სამმაგი დუბლი ჩიკაგოსთან - სერბმა ახალი ისტორია დაწერა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში დენვერი ჩიკაგოს ესტუმრა და 136:120 დაამარცხა.
ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი ნიკოლა იოკიჩმაც შეიტანა, რომელმაც არასრულ 34 წუთში სამმაგი დუბლი მიითვალა.
სერბმა კალათბურთელმა 22 ქულა, 14 მოხსნა და 17 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ამ შედეგით კი მან ახალი ისტორია დაწერა.
30 წლის კალათბურთელმა სამმაგი დუბლების რაოდენობით ოსკარ რობერტსონს გადაასწრო. ახლა მას კარიერაში 182 სამმაგი დუბლი დაუგროვდა. იოკიჩზე წინ მხოლოდ რასელ ვესტბრუკია(207 სამმაგი დუბლი).
Congrats to Nikola Jokić of the @nuggets for moving to 2nd all-time in triple-doubles! pic.twitter.com/Og1XOyAn7G
— NBA (@NBA) February 8, 2026
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, დენვერი დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში იოკიჩის გუნდი კლივლენდს უმასპინძლებს.