დენა უაითი
Aa
Aa

თეთრ სახლში გასამართ ღონისძიებას შემცირებული ფორმატი ექნება

მსოფლიოს უძლიერესი ლიგის თითქმის მთელი შემადგენლობა ოცნებობს თეთრ სახლში გასამართ UFC-ის ქარდზე, თუმცა ამის შესაძლებლობა მხოლოდ თოთხმეტამდე ადამიანს მიეცემა.

ამის შესახებ პეტ მაკაფისთან ინტერვიუში არი ემანუელმა განაცხადა, რომელიც UFC-ის მფლობელი კომპანიის, TKO Group Holdings-ის აღმასრულებელი დირექტორია.

„ვფიქრობ, თეთრ სახლში 3-4 ათასი მაყურებელი იქნება, პლუს სხვა ზონებშიც იქნებიან ადამიანები. დენა უაითი ახლა სწორედ ამ საკითხითაა დაკავებული. 14 ივნისს დაახლოებით 6-7 ბრძოლა ჩატარდება. მას ჯერ არ უთქვამს ჩვენთვის, კონკრეტულად როგორი იქნება ბრძოლების სია (ქარდი), თუმცა ვიცი, რომ მასზე ძალიან აქტიურად მუშაობენ“,

- თქვა ემანუელმა.

მოცემული განცხადება უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვებს, რომელმაც მანამდე აღნიშნა, რომ სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში „რვა ან ცხრა საჩემპიონო ბრძოლა“ გაიმართებოდა.

UFC-ის ხელმძღვანელი, დენა უაითი, დაჰპირდა გულშემატკივრებს, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნირის სრულ შემადგენლობას თებერვლის ბოლოს წარადგენს.

მსგავსი სიახლეები