სენ პიერი: ილიას შეუძლია ყველა დროის საუკეთესო გახდეს
შერეული ორთაბრძოლების ლეგენდა, ჟორჟ სენ-პიერი მიიჩნევს, რომ ილია თოფურიას აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი გახდეს.
ამის შესახებ კანადელმა ესპანელ სპორტულ მიმომხილველთან, ალვარო კოლმენეროსთან ინტერვიუში განაცხადა.
„რა თქმა უნდა - მას ეს შეუძლია. ვფიქრობ, თუ ილია თოფურია ასე გამოსვლას გააგრძელებს და ამ დონეს შეინარჩუნებს, ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი გახდეს. მას უბრალოდ სჭირდება, რომ იყოს ფოკუსირებული და ყურადღება არ გაეფანტოს“,
- განაცხადა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ორ წონით კატეგორიაში.
ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურია ყოფილ მეუღლესთან შეთანხმებამდე მივიდა, რამაც სასამართლო დავა დაასრულა. ჯორჯინა უსკატეგიმ სასამართლოში ილიას წინააღმდეგ მტკიცებულებები (ძალადობაზე) ვერ წარადგინა და საბოლოოდ, უკან დახევა მოუწია, რის შემდეგაც „ელ მატადორის“ თავდაპირველ პირობებს დათანხმდა.
ბოლო ინფორმაციით, „მატადორი“ ოქტაგონზე დაბრუნებას მიმდინარე წლის ივნისში გეგმავს. თეთრ სახლში დაგეგმილ ტურნირზე, მისი მეტოქე კი შესაძლოა გახდეს დივიზიონის დროებითი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი ან ისლამ მახაჩევი, რომელიც UFC-ის ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამარს ფლობს.