ანასტასია გუბანოვა
Aa
Aa

ზამთრის ოლიმპიადა | გუბანოვას გამოსვლის შემდეგ საქართველო მეოთხე ადგილზეა

მილანსა და კორტინაში ზამთრის ოლიმპიური თამაშები დაიწყო და ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს სახელით ანასტასტია გუბანოვამ ისრიალა და მოკლე პროგრამაში 67.79 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა, რითაც გუნდს 6 ქულა მოუტანა.

გუბანოვამდე საქართველოს სახელით დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა იასპარეზა. მათ ნაკრებს 5 ქულა შესძინეს. ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა კი – 9 ქულა. საერთო გუნდურ ჩათვლაში, სამი დისციპლინის შემდეგ, საქართველოს 20 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

საქართველო მხოლოდ აშშ-ს (25 ქულა), იაპონიას (23 ქულა) და იტალიას (22 ქულა) ჩამორჩება. 7 თებერვალს მოკლე პროგრამით ნიკა ეგაძე იასპარეზებს, რომლის გამოსვლის შემდეგ გაირკვევა, შეძლებს თუ არა საქართველოს ნაკრები ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრას და მედლებისთვის ბრძოლას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუკი ბოლოჯერ გავრისკავ, ჯილდო უნდა იყოს განსაკუთრებული“ - ჯონსმა წლის მთავარ ღონისძიებაზე ილაპარაკა
„თუკი ბოლოჯერ გავრისკავ, ჯილდო უნდა იყოს განსაკუთრებული“ - ჯონსმა წლის მთავარ ღონისძიებაზე ილაპარაკა