ისლამ მახაჩევი, მაიკლ მორალესი
Aa
Aa

„მარტივ ჩხუბს ეძებს, კამარუს ამიტომ იწვევს“ | მორალესმა მახაჩევზე ისაუბრა

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მაიკლ მორალესმა ისლამ მახაჩევზე ისაუბრა. მორალესის განცხადებით, მოქმედი ჩემპიონი მარტივ ჩხუბს ეძებს და სწორედ ამიტომ საუბრობს კამარუ უსმანთან შესაძლო დაპირისპირებაზე.

„ისლამის გუნდში იციან, რომ კამარუ უსმანს ბევრი ტრავმა აქვს გადატანილი. ის ფიზიკურად დიდი მებრძოლია და ვინ იცის, შეძლებს თუ არა ქვესაშუალო წონის ლიმიტის დაფიქსირებას. მახაჩევი ახალგაზრდა მებრძოლია, ფეთქებადი ჭიდაობა აქვს და ბრწყინვალე ჯიუ-ჯიცუთი გამოირჩევა. პირადად მე მიმაჩნია, რომ კამარუს კანდიდატურა მარტივი ჩხუბის ძიებაა.

უსმანმა ბაკლის მოუგო და საქებარ სიტყვებს იმსახურებს. შეგვიძლია ისლამიც შევაქოთ, მაგრამ ვფიქრობ, UFC-ის პრიორიტეტი ისეთი მებრძოლის პოვნაა, რომელსაც გრძელი კარიერა ექნება, აქტიური იქნება და ტიტულის დასასაკუთრებლად სიკვდილსაც არ შეუშინდება.

მახაჩევს პატივს საერთოდ არ ვცემ და მას საფრთხედ არ აღვიქვამ. ჩემნაირი ადამიანია და ჩემნაირად სისხლი მასაც სდის. არ მგონია, სტრაიკინგში დამიდგეს, რადგან იცის, რომ პრობლემები შეექმნება. არ ვაპირებ, გავაღმერთო ისე, როგორც ამას სხვები აკეთებენ“.

ცნობისთვის, მორალესი დაუმარცხებელი მებრძოლია — 19 ჩატარებული ორთაბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს. მათგან 14 ნოკაუტით მოიგო, ერთხელ — საბმიშენით, ოთხ შემთხვევაში კი მსაჯების გადაწყვეტილებით.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„აბსოლუტური ჩემპიონის ქამარი მინდა“ - ჰოლოუეი თოფურიასთან რევანშს უმიზნებს
„აბსოლუტური ჩემპიონის ქამარი მინდა“ - ჰოლოუეი თოფურიასთან რევანშს უმიზნებს