ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფლიკი: ფანტასტიკური გუნდი მყავს, ერთ რამეზე სიფრთხილე გვმართებს

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, რომელიც გაზეთ Mundo Deportivo-ს 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა-კონცერტს დაესწრო, კატალონიურ კლუბში მუშაობაზე ისაუბრა.

„როდესაც პირველად ვესტუმრე კამპ ნოუს - საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ერთ დღეს აუცილებლად აღმოვჩნდებოდი ამ სამწვრთნელო სკამზე. ძალიან მიყვარს ეს კლუბი. ჩემთვის ეს საუკეთესო ადგილია მსოფლიოში. ძალიან ვაფასებ ბარსელონაში ცხოვრებას. ხალხი ძალიან კეთილგანწყობილია ჩვენი სამწვრთნელო შტაბის მიმართ.

აქ მუშაობა დაუჯერებელია. მყავს ფანტასტიკური პრეზიდენტი და ფანტასტიკური სამწვრთნელო შტაბი. მოთამაშეები საოცრები არიან.

ფეხბურთელების სათამაშო დროსთან დაკავშირებით სიფრთხილე გვმართებს. სეზონი გრძელია და არავის ჯანმრთელობით არ უნდა გავრისკოთ. ფანტასტიკური ფეხბურთელები გვყავს. და რაც მთავარია - მათ შორის (გასახდელში) საოცარი ატმოსფეროა. ისინი თანაგუნდელებზე მეტი - მეგობრები არიან. ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ.

ჩვენ დიდებული ატმოსფერო შევქმენით. ტიტულების მოგება და წარმატების მიღწევა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ახლა მშვენიერ ეტაპს გავდივართ“,

- განაცხადა ჰანსი ფლიკმა.

ფლიკის „ბარსა“ დღეს ესპანეთის თასის 1/4-ფინალში „რეალის“ გამომგდებ „ალბასეტეს“ ესტუმრება. მატჩი ჩვენი დროით 23:55-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები