Aa
Aa

NBA-ს გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

კლივლენდი - ტორონტო 132 - 129

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში 8 შეხვედრა გაიმართა, ტურის ცენტრალური მატჩი კლივლენდში შედგა, სადაც ადგილობრივმა „კავალიერსმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი - „ტორონტო რაპტორსი“ დაამარცხა.

„კლივლენდის“ რიგებში საოცარი მატჩი ჩაატარა ლებრონ ჯეიმსმა. „მეფემ“ ორმაგი დუბლი მიითვალა - 35 ქულა, 17 გადაცემა, 7 მოხსნა. აღსანიშნავია, რომ ლებრონს ბურთი არცერთხელ დაუკარგავს! ასევე გამორჩეული იყო ჯორჯ ჰილი, რომელმაც 11-დან 10 ბურთი მოათავსა კალათში და შეხვედრა 22 ქულით დაასრულა. თავის მეორე შეხვედრაში ორმაგი დუბლი მიითვალა კევინ ლავმა - 23 ქულა, 12 მოხსნა.

„ტორონტოს“ მხრიდან კაილ ლოური გამოირჩა 24 ქულით. ტრადიციულად კარგი შეხვედრა ჩაატარა კანადელების სათადარიგო სკამმა. შეცვლებზე შემოსულმა კალათბურთელებმა ჯამში 58 ქულა მიითვალეს.

„კლივლენდი“ 42 მოგებითა და 29 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება.

 

სან ანტონიო - ვაშინგტონი 98 - 90

დღევანდელი ტურის დასკვნითი მატჩი ტეხასში გაიმართა, სადაც „სან ანტონიომ“ „ვაშინგტონს“ უმასპინძლა.

პოპოვიჩის შეგირდებმა მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარეს და საბოლოოდ 8 ქულის სხვაობით იმარჯვეს.

„სპურსს“ კავაის არყოფნაში ლამარკუს ოლდრიჯმა ულიდერა 27 ქულით. სათადარიგო სკამიდან 10 ქულა შესძინა გუნდს რუდი გეიმ. 16 ქულით დაასრულა შეხვედრა კაილ ანდერსონმა.

„ვიზარდის“ მხრიდან ბრედლი ბილი გამოირჩა 21 ქულიტ. სათადარიგო სკამიდან ასევე 21 ქულა შესძინა გუნდს კელი უბრე ჯუნიორმა.

„სან ანტონიო“ 42 მოგებითა და 30 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება.

 

ბრუკლინი - შარლოტა 105 - 111

საოცარი შეხვედრა ჩაატარა „შარლოტ ჰორნეთსის“ ცენტრმა დუაით ჰოვარდმა. 32 წლის ცენტრმა „ბრუკლინთან“ მატჩში 34 წუთში 32 ქულას და 30 მოხსნას მოუყარა თავი.

„ჰორნეთსს“ „სუპერმენის“ გარდა კემბა ვოკერმა ულიდერა 24 ქულით. სათადარიგო სკამიდან 11 ქულა შესძინა გუნდს ფრენკ კამინსკიმ.

„ბრუკლინის“ რიგებში დეანჯელო რასელი გამოირჩა 19 ქულით. სათადარიგო სკამიდან 14 ქულა მიითვალა ლევერტმა.

„შარლოტა“ 31 მოგებითა და 41 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე იმყოფება.

 

ნიუ ორლეანი - ინდიანა 96 – 92

ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო „ნიუ ორლეანმა“. ენტონი დევისის გუნდმა ამჯერად საკუთარ მოედანზე „ინდიანა პეისერსი“ დაამარცხა.

„პელიკანსის“ რიგებსი მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა ენტონი დევისმა - 28 ქულა, 13 მოხსნა. 23 ქულა შესძინა გუნდს ეტუან მურმა. სათადარიგო სკამიდან 15 ქულა დააგროვა ნიკოლა მიროტიჩმა.

„პეისერსს“ ვიქტორ ოლადიპომ ულიდერა 21 ქულით. ორმაგი დუბლი მიითვალა მაილს ტერნერმა - 13 ქულა, 10 მოხსნა.

42 მოგებითა და 30 მარცხით „პელიკანსი“ დასავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილს იკავებს.

 

ჩიკაგო - დენვერი 102 – 135

ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო „ჩიკაგო ბულსმა“, რომელიც ამჯერად საშინაო არენაზე „დენვერთან“ 33 ქულიანი სხვაობით განადგურდა.

„ნაგეთსის“ რიგებში ერთბაშად 7 მოთამაშე გადაცდა 10 ქულიან ნიშნულს. 22 ქულა შესძინა გუნდს პოლ მილსაპმა. სათადარიგო სკამიდან 14 ქულა ჩაიწერა აქტივში დევინ ჰარისმა.

„ჩიკაგოს“ მარკანენი, დანი, ლავინის არყოფნაში კრისტიანო ფელიციომ ულიდერა 16 ქულით. სათადარიგო სკამიდან 15 ქულა შესძინა გუნდს ბობი პორტისმა.

„დენვერი“ 39 მოგებითა და 33 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება.

 

სხვა მატჩების შედეგები

ფილადელფია - მემფისი 119 – 105

მაიამი - ნიუ იორკი 119 – 98

მილოუკი - კლიპერსი 120 – 127

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები