ჯასტინ გეიჯი, პედი პიმბლეტი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ეს კლოუნი გეიჯის როგორ დაამარცხებდა“ - ცარუკიანის კომენტარი

თბილისის დროით დღეს დილით გამართულ UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონის გამოსავლენ ბრძოლასთან დაკავშირებით უამრავი კომენტარი გაკეთდა და ბევრი მოსაზრება გამოითქვა, რომელთა შორისაც ბუნებრივია, განსაკუთრებით ელოდნენ არმან ცარუკიანის განცხადებას, რომელიც ამ დივიზიონის პირველი ნომერია, თუმცა დენა უაითთან არსებული კონფლიქტის გამო ჯერჯერობით სატიტულო ბრძოლას ვერ იღებს.

არმან ცარუკიანი

ეს კლოუნი პედი პიმბლეტი ჯასტინ გეიჯის როგორ დაამარცხებდა? ამის საერთოდ ვინმეს სჯეროდა? საერთოდ ასე ხდება, როდესაც შენზე უსაფუძვლო ავანსებს გასცემენ და რეიტინგში ხელოვნურად გაწინაურებენ. პიმბლეტისთვის ეს სატიტულო ჩხუბი სრულიად დაუმსახურებელი გახლდათ და ლოგიკური შედეგითაც დაუსრულდა. რაც შეეხება გეიჯის, ჯასტინმა ნამდვილი სიმამაცე გამოავლინა და ბევრისგან განსხვავებით, დარწმუნებული ვარ, საჭიროება რომ მოითხოვოს, ჩემთან ჩხუბს დათანხმდება.

ცნობისათვის, უკვე ყველამ იცის, რომ მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი უნდა ჩაინიშნოს, თუმცა როგორც ჩანს, არმან ცარუკიანს იმედი აქვს, რომ „ელ მატადორის“ მიერ აღებული პაუზა მალე არ დასრულდება და დროებით ჩემპიონთან მას აჩხუბებენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან მაგარი ჩხუბი იქნება“ - უაითი ილიასა და გეიჯის ბრძოლაზე
„ძალიან მაგარი ჩხუბი იქნება“ - უაითი ილიასა და გეიჯის ბრძოლაზე