„ილია VS გეიჯი? ჯასტინის ჩამოწერა არასდროს შეიძლება“ - შონ ომალის პროგნოზი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა და ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ UFC 324-ზე, სონგ იადონგთან გამარჯვების შემდეგ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის მომავალ ჩხუბზე ისაუბრა და თავისი პროგნოზი დააფიქსირა.
რა თქვა ომალიმ:
„ილია საკმაოდ ძლიერად ურტყამს, მაგრამ ჯასტინის ჩამოწერა არსდროს შეიძლება. მთელი კვირა ვამბობდი, რომ პედის დრო დადგა-მეთქი. მეგონა, პედი საქმეს ბოლომდე მიიყვანდა, მაგრამ რაც ჯასტინმა გააკეთა, საოცრება იყო. გეიჯი არასდროს, არავისთან არ უნდა ჩამოწერო.“
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ოჯახური პრობლემების გამო გაურკვეველი ვადით ჩხუბზე უარი თქვა და სწორედ ამიტომ, ილიას ქამარი UFC-მ ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტს შორის გაათამაშა და დროებითი ჩემპიონი გამოავლინა, მათ შორის გამარჯვებული ქართველ მებრძოლს შეხვდებოდა. რამდენიმე კვირის წინ, თოფურიამ განაცხადა, რომ ჩხუბისთვის მზად აპრილი-ივნისის პერიოდში იქნება და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გეიჯისა და ილიას ბრძოლა სწორედ ამ პერიოდში შედგება.