„ძალიან მაგარი ჩხუბი იქნება“ - უაითი ილიასა და გეიჯის ბრძოლაზე
UFC 324-ის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ჯასტინ გეიჯის მომდევნო მეტოქე უდიდესი ალბათობით, ილია თოფურია იქნება. დენა უაითმა იმედი გამოთქვა, რომ თოფურიასა და გეიჯის შორის ისეთივე საინტერესო ბრძოლა იქნება, როგორიც დღეს, პედი პიმბლეტის წინააღმდეგ იყო.
რას ამბობს უაითი:
„გეთანხმებით. გეიჯისა და თოფურიას ჩხუბი საინტერესო იქნება. მგონია, რომ ილია საოცრად ძლიერად ურტყამს და ამაში, არც გეიჯი ჩამოუვარდება. ვფიქრობ, თუ გეიჯი ამ ბრძოლისთვის სწორად მოემზადება, ძალიან მაგარი ჩხუბი იქნება.“
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ოჯახური პრობლემების გამო გაურკვეველი ვადით ჩხუბზე უარი თქვა და სწორედ ამიტომ, ილიას ქამარი UFC-მ ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტს შორის გაათამაშა და დროებითი ჩემპიონი გამოავლინა, მათ შორის გამარჯვებული ქართველ მებრძოლს შეხვდებოდა. რამდენიმე კვირის წინ, თოფურიამ განაცხადა, რომ ჩხუბისთვის მზად აპრილი-ივნისის პერიოდში იქნება და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გეიჯისა და ილიას ბრძოლა სწორედ ამ პერიოდში შედგება.