ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„ახლა UFC-ის ჯერია“ - გეიჯის თოფურიასთან ბრძოლა სურს

დღეს დილით, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონის ქამრისთვის ჯასტინ გეიჯიმ პედი პიმბლეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და დროებითი ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, ამერიკელი მებრძოლის წარმომადგენლებმა TASS-თან განაცხადეს, რომ გეიჯის ილია თოფურიასთან ბრძოლა სურს.

„ჯასტინს თოფურიასთან ბრძოლა სურს. ახლა კი UFC-ის გადასაწყვეტია, თუ როდის დანიშნავენ ამ ბრძოლას“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ოჯახური პრობლემების გამო გაურკვეველი ვადით ჩხუბზე უარი თქვა და სწორედ ამიტომ, ილიას ქამარი UFC-მ ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტს შორის გაათამაშა და დროებითი ჩემპიონი გამოავლინა, მათ შორის გამარჯვებული ქართველ მებრძოლს შეხვდებოდა. რამდენიმე კვირის წინ, თოფურიამ განაცხადა, რომ ჩხუბისთვის მზად აპრილი-ივნისის პერიოდში იქნება და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გეიჯისა და ილიას ბრძოლა სწორედ ამ პერიოდში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“პატარა სოსისო“ - თოფურიამ პიმბლეტს მიმართა
“პატარა სოსისო“ - თოფურიამ პიმბლეტს მიმართა