“პატარა სოსისო“ - თოფურიამ პიმბლეტს მიმართა
ლას ვეგასში, UFC 324-ის ღონისძიების მთავარ შეხვედრაში მსუბუქი წონის დროებითი ვარსკვლავური ქამრისთვის ერთმანეთს ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი დაუპირისპირდნენ. გამარჯვება 38 წლის ამერიკელს დარჩა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, პედი პიმბლეტს და გეიჯს ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში მიმართა:
„პატარა სოსისო, ერთადერთი, რაც უნდა გაგეკეთებინა, 38 წლის კაცის დამარცხება იყო. შენ კი შენი ცხოვრების ყველაზე დიდი ჰონორარი დაკარგე. მოგების შემთხვევაში გამდიდრდებოდი. ჯასტინ, რაც შემიძლია გითხრა, მხოლოდ მილოცვაა… და იმასაც დავამატებდი, მოემზადე-მეთქი, მაგრამ აზრი არ აქვს — ნებისმიერ შემთხვევაში ჩაფლავებული ხარ.“
Little sausage, the only thing you had to do was beat a 38 year old guy. You just lost the biggest paycheck of your life. You were going to get rich if you won. Justin, all I can say is congratulations… and I’d like to tell you to get ready, but you’re screwed no matter what.
— Ilia Topuria (@Topuriailia) January 25, 2026
შეგახსენებთ, რომ ამ ორ მებრძოლს შორის გამარჯვებული ილია თოფურიას უნდა დაპირისპირებოდა. მთელი მსოფლიო ელოდა, რომ ქართველ მებრძოლს პედი პიმბლეტთან ბრძოლის შანსი ექნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. თოფურიას ჯასტინ გეიჯი შეხვდება.