მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით - უმარმა ფიგერედო დაამარცხა
დღეს გამართულ ბრძოლაში უმარ ნურმაგომედოვი-მ კარიერაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და გამოცდილ ბრაზილიელს, დეივესონ ფიგერედო-ს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აჯობა.
ბრძოლა 3 რაუნდისგან შედგებოდა და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაპირისპირება მეინ ქარდზე არ იყო ჩანიშნული, მაინც საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევდა.
ბრძოლა ნელი ტემპით დაიწყო. უმარმა თავიდანვე სცადა დისტანციის კონტროლი ხოლო ფიგერედო უფრო მეტად კონტრშეტევებზე იყო ორიენტირებული.
რაუნდის შუაში უმარმა უმარმა ბრძოლა მიწაზე გადაიყვანა და კონტროლი მთლიანად მის მხარეს იყო, რაც პირველ რაუნდში აშკარა უპირატესობად ჩაითვალა.
მეორე რაუნდში ფიგერედომ გააქტიურება სცადა და რამდენიმე ძლიერი დარტყმაც შემოგვთავაზა, თუმცა ნურმაგომედოვმა ყველაფერს მშვიდად გაუძლო და კვლავ საკუთარ სტილს დაუბრუნდა. მან რამდენიმე წარმატებული თეიქდაუნი შემოგვთავაზა და სრული კონტროლი დაამყარა. რაუნდის დიდი ნაწილი უმარის ტაქტიკური უპირატესობით წარიმართა.
მესამე რაუნდში აშკარა იყო, რომ ფიგერედოს ნოკაუტი სჭირდებოდა, თუმცა მან ამის გაკეთება ვერე მოახერხა და საბოლოო ჯამში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
ეს გამარჯვება ნურმაგომედოვისთვის კიდევ ერთი სერიოზული განაცხადია ელიტაში ადგილის დასამკვიდრებლად. ყოფილი ჩემპიონის დამარცხება მის რეზიუმეს მნიშვნელოვნად ამდიდრებს და მომავალში მაღალი რეიტინგის მქონე მეტოქეებთან დაპირისპირების საფუძველს ქმნის.